ავტორიზაცია

დრამატული მატჩი და პენალტების სერია! სამწუხაროდ, გიორგი მამარდაშვილის ვალენსია ესპანეთის თასის ფინალში დამარცხდა

დრამატული მატჩი და პენალტების სერია! სამწუხაროდ, გიორგი მამარდაშვილის ვალენსია ესპანეთის თასის ფინალში დამარცხდა
თარიღი 24 აპრ 2022, 02:57

2021/22-სეზონის კოპა დელ რეის ფინალში გიორგი მამარდაშვილი „ბეტისთან“ დრამატულ მატჩში დამარცხდა.

შეხვედრა სტადიონ „ლა კარტუხაზე“ გაიმართა და ფრედ, 1:1 დასრულდა. ყველაფერი კი პენალტების სერიაში გადაწყდა.

„ბეტისი“ საწყის წუთებშივე დაწინაურდა, თუმცა „ვალენსიამ“ წონასწორობა პირველივე ტაიმში აღადგინა და მატჩში მეტი გოლი აღარ გასულა.

საბოლოოდ ყველაფერი პენალტების სერიაში გადაწყდა, სადაც სევილიური გუნდი უფრო ზუსტი აღმოჩნდა - „ვალენსიამ“ 5-დან 4 პენალტი გაიტანა, „ბეტისმა“ კი ხუთიდან ხუთივე. 

ყველაზე ახლოს მამარდაშვილი ვეტერანი ხოაკინის პენალტის მოგერიებასთან იყო ახლოს, თუმცა ბურთი კარში მაინც შევარდა.

გამარჯვების პენალტი მირანდამ გაიტანა და თავის გუნდს ნანატრი თასიც მოუტანა.