ავტორიზაცია

"მამარდაშვილი ვალენსიას აწმყოსა და მომავლის მეკარეა", - Marca

"მამარდაშვილი ვალენსიას აწმყოსა და მომავლის მეკარეა", - Marca
თარიღი 24 აპრ 2022, 13:40

კოპა დელ რეის ფინალის შემდეგ, ესპანურმა პრესამ გიორგი მამარდაშვილის თამაში შეაფასა. Marca-მ ქართველ მეკარეს აწყმოსა და მომავლის ფუნდამენტალური კიპერი უწოდა.

"მამარდაშვილმა "ვალენსიას" სარეზერვო გუნდში სათამაშოდ კონტრაქტს ხელი 2021 წლის ივნისში მოაწერა. უფრო მეტიც, მისი კონტრაქტის გაფორმების შესახებ ინფორმაცია არა პირველი გუნდის, არამედ მეორე გუნდის სოციალურ ქსელებში დაანონსდა".

"ერთი წელიც არ გასულა და კოპა დელ რეის ფინალი ძირითად შემადგენლობაში ითამაშა. სამი სეივით გადაარჩინა "ღამურები". ორჯერ ძელმა და სამჯერ შესანიშნავმა სეივმა გუნდს საშუალება მისცა დამატებით დრომდე მიეღწია".

"გიორგი "მურსელაგოსის" აწმყოსა და მომავლის მეკარეა, ის ფუნდამენტურია", - წერს ავტორიტეტული ესპანური გამოცემა "ლოს ჩეს" ახალგაზრდა კარის დარაჯის შესახებ.