ავტორიზაცია

"წინასწარ ვაყენებ ჩემს მოთხოვნებს", - რა პირობით დათანხმდა ტენ ჰაგი მანჩესტერის გაწვრთნას?

"წინასწარ ვაყენებ ჩემს მოთხოვნებს", - რა პირობით დათანხმდა ტენ ჰაგი მანჩესტერის გაწვრთნას?
თარიღი 24 აპრ 2022, 15:48

"აიაქსის" ამჟამინდელმა მთავარმა მწვრთნელმა, ერიკ ტენ ჰაგმა იმის შესახებ ისაუბრა, თუ რა პირობით განაცხადა თანხმობა "მანჩესტერ იუნაიტედის" ჩაბარებაზე.

ასე და ამგვარად, 52 წლის ჰოლანდიელი სპეციალისტის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოთხოვნა ინგლისური კლუბის ტრანსფერების კონტროლია.

"წინასწარ ვაყენებ ჩემს მოთხოვნებს იმაზე, თუ როგორ მსურს მუშაობა", - ციტირებს ტენ ჰაგის სიტყვებს ბრიტანული მედია.

"გარანტიები რომ არ მოეცათ, არ დავთანხმდებოდი. შედეგებზე პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვიღებ".

"გუნდის მარტო მართვა არ მინდა, საყოველთაო თანამშრომლობის მომხრე ვარ, მაგრამ ჩემი პირობა ტრანსფერების კონტროლია", - დასძინა ერიკმა, რომელიც "ეშმაკუნებს" სათავეში მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ ჩაუდგება.