ავტორიზაცია

ტენ ჰაგს მანჩესტერში დე იონგის ხილვა უნდა, ბარსელონა ტრანსფერს მხოლოდ ერთ შემთხვევაში დათანხმდება

ტენ ჰაგს მანჩესტერში დე იონგის ხილვა უნდა, ბარსელონა ტრანსფერს მხოლოდ ერთ შემთხვევაში დათანხმდება
თარიღი 24 აპრ 2022, 18:13

"მანჩესტერ იუნაიტედი" "ბარსელონას" ცენტრალური ნახევარმცველის, ფრენკი დე იონგის გადაბირებით ინტერესდება, წერს Diario Sport-ი.

გავრცელებული ინფორმაციით, "ეშმაკუნების" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ერიკ ტენ ჰაგის დანიშვნის შემდეგ "ბარსას" შუახაზელი ინგლისური კლუბის მთავარ სამიზნედ იქცა.

ტენ ჰაგი, რომლის ხელმძღვანელობის ქვეშაც დე იონგი "აიაქსში" თამაშობდა, ფრენკიში დარწმუნებულია და თავის გუნდში მისი ხილვა უნდა.

თავის მხრივ, "ბარსელონას" ჰოლანდიელის გაყიდვა არ სურს. ყველაფერი იმისკენ მიუთითებს, რომ თავად ფეხბურთელსაც არ უნდა წასვლა. კატალონიაში იგი თავს კომფორტულად გრძნობს. ფრენკის სჯერა, რომ უახლოეს წლებში "ბარსას" პროექტი განვითარდება.

თუმცა, ჯერ კიდევ შეიძლება ყველაფერი შეიცვალოს, რადგან 52 წლის ჰოლანდიელ სპეციალისტს თანამემამულესთან შესანიშნავი ურთიერთობა აქვს. "ბარსაში" ესმით, "მანჩესტერ იუნაიტედის" მხრიდან საფრთხე არსებობს. როგორც აღინიშნება, "ლურჯ-ბროწეულისრები" შესაძლოა ტრანსფერს დათანხმდნენ, თუ დღევანდელი ბაზრის სტანდარტებით გიგანტურ შეთავაზებას მიიღებენ. "ბლაუგრანა" მზადაა გუნდის ნებისმიერი ფეხბურთელის თაობაზე არსებული შეთავაზება განიხილოს, რადგან ფიქრობს, რომ რამდენიმე ძვირადღირებული გარიგება ფინანსური მდგომარეობის გამოსწორებაში დაეხმარება.

შექმნილი ვითარების ფონზე, "ბარსელონა" ცენტრალური ნახევარმცველის პოზიციის გასაძლიერებლად ვარიანტებს ეძებს. მთავარი კანდიდატი კარლოს სოლერია, რომელსაც "ვალენსიასთან" 2023 წლის ზაფხულში ეწურება კონტრაქტი.

მიმდინარე სეზონში დე იონგმა ყველა ტურნირზე ერთად 42 მატჩი ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა და 5 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.