ტუხელი: "პირად საუბარში დამიდასტურა, რომ მიდის", - რუდიგერის ახალი გუნდი პრაქტიკულად გარკვეულია
„ვესტ ჰემთან“ 1:0 მოგებული მატჩის შემდეგ, თომას ტუხელმა დაადასტურა, რომ ანტონიო რუდიგერი „ჩელსის“ დატოვებს.
გერმანელ ფეხბურთელს გუნდთან სეზონის ბოლოს კონტრაქტი ეწურება და მხარეები გახანგრძლივებაზე ვერ მორიგდნენ.
„რეალობა ისეთია, რომ რუდიგერი სეზონის ბოლოს დაგვტოვებს. მან ეს პირად საუბარში დამიდასტურა. მხარეებს შორის მოლაპარაკებები იყო, თუმცა სანქციების გამო შეთანხმებას ვერ მივუახლოვდით.“ - აღნიშნა ტუხელმა.
დიდი ალბათობით, 29 წლის ფეხბურთელი კარიერას მადრიდის „რეალში“ გააგრძელებს, რომელიც რუდიგერს თავისუფალი აგენტის სტატუსით დაიმატებს, მხარეებს შორის მოლაპარაკებები აქტიურად მიმდინარეობს და შეთანხმება ახლოსაა.