ავტორიზაცია

VIDEO: ლივერპულმა მერსისაიდულ დერბიში ევერტონი დაამარცხა და ჩემპიონობისთვის ბრძოლას აგრძელებს

თარიღი 24 აპრ 2022, 22:50

პრემიერ ლიგის 34-ე ტურში „ლივერპულმა“ მერსისაიდულ დერბიში „ევერტონი“ დაამარცხა.

შეხვედრა „ენფილდზე“ გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით 2:0 დასრულდა.

„ლივერპულის“ რიგებში გოლები რობერტსონმა (62’) და დივოკ ორიგიმ (85’) გაიტანეს. 

ამ გამარჯვებით კლოპის გუნდმა 79 ქულა დააგროვა და ლიდერ „მან სიტისთან“ სხვაობა კვლავ ერთ ქულამდე შეამცირა, „ევერტონი“ კი 29 ქულით მე-18 ადგილზეა და გავარდნის რეალური საშიშროების წინაშე დგას.