ავტორიზაცია

VIDEO: საოცარი მატჩი და დრამა სტადიო ოლიმპიკოზე - მილანმა ლაციო 90+2 წუთზე გატანილი გოლით დაამარცხა

თარიღი 25 აპრ 2022, 01:19

სერია ა-ს 34-ე ტურში „მილანმა“ სტუმრად „ლაციო“ დრამატულ მატჩში დაამარცხა.

შეხვედრა სტადიო „ოლიმპიკოზე“ გაიმართა და სტუმართა გამარჯვებით 2:1 დასრულდა.

მე-4 წუთზე ანგარიში ჩირო იმობილემ გახსნა და „ლაციოს“ ტაიმი მოაგებინა. თუმცა, მეორე ნახევარში პიოლის გუნდმა ძალები მოიკრიბა და ქამბექის გაკეთება შეძლო.

50-ე წუთზე ტაბლოზე ანგარიში ოლივიე ჟირუმ გაათანაბრა, 90+2 ზე კი იბრაჰიმოვიჩის პასით სანდრო ტონალიმ „მილანს“ უმნიშვნელოვანესი სამი ქულა მოუტანა.

„მილანმა“ 74 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილს სათავეში ჩაუდგა, თუმცა 72-ქულიან „ინტერს“ ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული, „ლაციო“ კი 56 ქულით მე-6 პოზიციაზეა.