ავტორიზაცია

"სიტუაცია უკვე არც ისე მარტივია", - ლევანდოვსკი საკუთარ მომავალზე ალაპარაკდა

"სიტუაცია უკვე არც ისე მარტივია", - ლევანდოვსკი საკუთარ მომავალზე ალაპარაკდა
თარიღი 25 აპრ 2022, 12:55

"ბაიერნის" ფორვარდმა, რობერტ ლევანდოვსკიმ მიუნხენურ გრანდში საკუთარ მომავალთან დაკავშირებით განცხახდება გააკეთა.

მოგეხსენებათ, 33 წლის პოლონელ სუპერვარსკვლავს "რეკორდმაისტერთან" მოქმედი კონტრაქტის ვადა 2023 წლის ივნისში ეწურება.

"ხელმძღვანელობას მალე შევხვდებით, მაგრამ ჯერჯერობით განსაკუთრებული არაფერი ხდება. ამას მეც ვხედავ. ჩემთვის სიტუაცია უკვე არც ისეთი მარტივია", - თქვა ლევანდოვსკიმ Sky-სთან ინტერვიუში.

გარდა ამისა, რობერტმა თავი აარიდა პასუხს კითხვაზე: "გსურს თუ არა "ბაიერნში" დარჩენა?".

მიმდინარე სეზონში მიუნხენელთა ლიდერმა ყველა ტურნირზე ერთად 43 მატჩი ჩაატარა, 48 გოლი გაიტანა და 6 შედეგიანი პასი გააკეთა.