ავტორიზაცია

აიაქსში ტენ ჰაგის საქციელით იმედგაცრუებულები არიან — რას ფიქრობენ ამსტერდამულ კლუბში?

აიაქსში ტენ ჰაგის საქციელით იმედგაცრუებულები არიან — რას ფიქრობენ ამსტერდამულ კლუბში?
თარიღი 25 აპრ 2022, 16:31

"აიაქსში" გუნდის მთავარი მწვრთნელის, ერიკ ტენ ჰაგის საქციელით უკმაყოფილონი არიან, რაც "მანჩესტერ იუნაიტედში" მის წასვლას უკავშირდება.

როგორც De Telegraaf-ი იტყობინება, 52 წლის სპეციალისტს ინგლისურ კლუბთან მოლაპარაკებების შესახებ არც ამსტერდამელთა გენერალურ დირექტორ ედვინ ვან დერ სართან უსაუბრია, არც თავის შტაბთან და არც ფეხბურთელებთან.

"აიაქსის" გასახდელთან დაახლოებულმა წყაროებმა Sky Sports-ს აცნობეს, რომ კლუბში იმედგაცრუებულები არიან, რადგან ტენ ჰაგსა და "მანჩესტერ იუნაიტედს" შორის სიტყვიერი შეთანხმების შესახებ ცნობები გასულ უქმეებზე გავრცელდა, როცა "აიაქსი" ჰოლანდიის თასის ფინალში "პსვ"-სთან თამაშობდა და ანგარიშით 1:2 დამარცხდა.

ახლა კი, ამსტერდამულ კლუბში შიშობენ, რომ გუნდმა შესაძლოა ჩემპიონობაც გაუშვას ხელიდან. ერედივიზიონის მიმდინარე გათამაშების დასრულებამდე 4 ტურით ადრე ტენ ჰაგის გუნდი ცხრილის ლიდერია და მეორეადგილოსან "პსვ"-ს 4 ქულით უსწრებს.