ავტორიზაცია

მანჩესტერ სიტის რაისის შეძენა უნდა, მაგრამ თავად ფეხბურთელი უპირატესობას სხვა ტოპ კლუბს ანიჭებს

მანჩესტერ სიტის რაისის შეძენა უნდა, მაგრამ თავად ფეხბურთელი უპირატესობას სხვა ტოპ კლუბს ანიჭებს
თარიღი 25 აპრ 2022, 17:36

"მანჩესტერ სიტის" "ვესტ ჰემის" ნახევარმცველის, დეკლან რაისის ყიდვა უნდა, იტყობინება ბრიტანული გაზეთი Daily Mail-ი.

გავრცელებული ინფორმაციით, "ქალაქელთა" ხელმძღვანელობა მზად არის გუნდის მთავარ მწვრთნელს, პეპ გვარდიოლას ტრანსფერებთან დაკავშირებით მხარი დაუჭიროს.

"სიტის" ბოსებმა მკაფიოდ განაცხადეს, რომ "ვესტ ჰემის" ნახევარმცველისთვის ბრძოლაში მონაწილეობას მიიღებენ, რადგან ზაფხულში კლუბიდან ფერნანდინიო წავა.

მანჩესტერელებმა რაისის შესახებ უკვე იკითხეს და მის სამომავლო გეგმებზე ინფორმაციაც ითხოვეს. ხელმძღვანელობამ ცხადყო, რომ "სიტი" 23 წლის ინგლისელისთვის კარიერის გაგრძელების შესაძლო ვარიანტია.

თავად ფეხბურთელს "ჩელსიში" გადასვლა ურჩევნია, მაგრამ ახლა ლონდონელებს ამ ტრანსფერის გაჩარხვის შესაძლებლობა არ აქვთ. მოგეხსენებათ, რაისი სწორედ "არისტოკრატთა" აღზრდილია.

დეკლანს "ვესტ ჰემთან" მოქმედი კონტრაქტის ვადა 2024 წლის ივნისში ეწურება. არსებული ცნობით, მან ახალ ხელშეკრულებაზე უკვე სამი წინადადება იუარა.

"ჩაქუჩები" რაისს ხელშეუხებლად მიიჩნევენ და მისი გაყიდვა არ სურთ. თავად ფეხბურთელი კონტრაქტის გახანგრძლივებას არ აპირებს და მზადაა ზაფხულში კლუბი შეიცვალოს.

მიმდინარე სეზონში ინგლისის ნაკრების ჩამშლელმა ყველა ტურნირზე ერთად "ვესტ ჰემის" მაისურით 43 მატჩი ჩაატარა, 5 გოლი გაიტანა და 4 შედეგიანი პასი გააკეთა.