ავტორიზაცია

El Chiringuito: ცნობილია თანხა, რომლის სანაცვლოდაც ბარსელონა დე იონგს მანჩესტერში დაუფიქრებლად გაუშვებს

El Chiringuito: ცნობილია თანხა, რომლის სანაცვლოდაც ბარსელონა დე იონგს მანჩესტერში დაუფიქრებლად გაუშვებს
თარიღი 25 აპრ 2022, 22:59

"მანჩესტერ იუნაიტედს" "ბარსელონას" ცენტრალური ნახევარმცველის, ფრენკი დე იონგის ხელში ჩაგდება სურს.

კატალონიური გრანდი ბედნიერი იქნება, თუ 24 წლის ჰოლანდიელს 70 მილიონ ევროდ გაყიდის, იუწყება ჟურნალისტი, ხოსე ალვარესი El Chiringuito TV-ის ეთერში.

დე იონგის გადაბირება "მანჩესტერ იუნაიტედს" სურს - გუნდს მომავალი სეზონიდან ერიკ ტენ ჰაგი გაწვრთნის, ვისთან ერთადაც ფრენკი "აიაქსში" მუშაობდა.

ამსტერდამიდან ჰოლანდიელის ტრანსფერი კატალონიურმა კლუბმა 2019 წლის იანვარში დაადასტურა, მაგრამ გუნდს ზაფხულში შეუერთდა. მასში "ბარსამ" 75 მილიონი გადაიხადა, დამატებით 11 მილიონი კი ბონუსების სახით იყო გათვალისწინებული.

მიმდინარე სეზონში დე იონგმა ყველა ტურნირზე ერთად "ბარსელონას" მაისურით 43 მატჩი ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა და 5 შედეგიანი პასი გააკეთა.