ავტორიზაცია

ორიე მოურინიოს შესახებ: "ზოგჯერ გეზიზღება და მისი მოკვლა გინდა, მაგრამ შემდეგ გიყვარდება"

ორიე მოურინიოს შესახებ: "ზოგჯერ გეზიზღება და მისი მოკვლა გინდა, მაგრამ შემდეგ გიყვარდება"
თარიღი 27 აპრ 2022, 13:10

"ვილიარეალის" მარჯვენა მცველმა, სერჟ ორიემ "რომას" მთავარ მწვრთნელ ჟოზე მოურინიოსთან ერთად გატარებული პერიოდი გაიხსენა.

აღსანიშნავია, რომ 29 წლის კოტდ'ივუარელი პორტუგალიელ სპეციალისტთან ერთად ლონდონის "ტოტენჰემში" მუშაობდა.

"ერთხელ ვიკამათეთ, მაგრამ ტაქტიკური მოსაზრებების გამო. მისი გადაწყვეტილებებით უკმაყოფილო ვიყავი და კაბინეტში წავედი მასთან სასაუბროდ".

"ვიცოდი, რომ უპრობლემოდ შევძლებდი მასთან დალაპარაკებას, რადგან მოსწონს, როცა ფეხბურთელი გულწრფელია. პრობლემა მეორე დღესვე მოგვარებული იყო".

"მომწონს, რადგან მოურინიო გისმენს და შემდეგ ამბობს, რას ფიქრობს. ზოგჯერ გეზიზღება და მისი მოკვლა გინდა, მაგრამ შემდეგ გიყვარდება - დაბადებიდან გამარჯვებულის ხასიათი აქვს და ბევრ რაღაცაში ვამსგავსებ საკუთარ თავს. მისი საწინააღმდეგო არაფერი მაქვს", - ციტირებს ორიეს სიტყვებს The Telegraph-ი.