ავტორიზაცია

კონტე მზადაა პოჩეტინო ჩაანაცვლოს და პსჟ-ს ბოსებს რამდენიმე პირობა წაუყენა — ფრანგი ჟურნალისტი

კონტე მზადაა პოჩეტინო ჩაანაცვლოს და პსჟ-ს ბოსებს რამდენიმე პირობა წაუყენა — ფრანგი ჟურნალისტი
თარიღი 27 აპრ 2022, 16:11

"ტოტენჰემის" მთავარმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ "პსჟ"-ს ხელმძღვანელობას გუნდის ჩაბარების სურვილის შესახებ ამცნო.

ჟურნალისტ აბდელა ბულმას ინფორმაციით, როგორც იტალიელმა სპეციალისტმა პარიზელებს განუცხადა, მზად არის მაურისიო პოჩეტინო ჩაანაცვლოს.

კონტე "პსჟ"-ს რამდენიმე პირობას უყენებს. ასე და ამგვარად, 52 წლის მენეჯერი კლუბის სატრანსფერო პოლიტიკაზე სრულ კონტროლს ითხოვს და სურს, რომ სპორტულ დირექტორად ჯანლუკა პეტრაკი დაინიშნოს, რომელიც აქამდე ანალოგიურ პოსტს "რომასა" და "ტორინოში" იკავებდა. აგრეთვე, კონტეს პარიზში თავისი სამწვრთნელო შტაბის წაყვანა უნდა.

აქამდე დაიწერა, რომ "ტოტენჰემის" ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელის მიზანი "პარი სენ ჟერმენთან" 2-წლიანი კონტრაქტის გაფორმებაა.

მოგეხსენებათ, კონტე ლონდონურ გუნდს სათავეში გასული წლის 2 ნოემბერს ჩაუდგა და მისი კონტრაქტი 2023 წლის 30 ივნისამდეა გათვლილი.