ავტორიზაცია

AS: ისკო ახალ გუნდს შეუთანხმდა და ამ კლუბის ისტორიაში ყველაზე მაღალი ხელფასი ექნება

AS: ისკო ახალ გუნდს შეუთანხმდა და ამ კლუბის ისტორიაში ყველაზე მაღალი ხელფასი ექნება
თარიღი 27 აპრ 2022, 16:21

მადრიდის "რეალის" შემტევი ნახევარმცველი, ისკო ალარკონი ესპანეთის ჩემპიონატის სხვა კლუბში გადასვლასთანაა ახლოს.

როგორც ავტორიტეტული გამოცემა AS-ი იტყობინება, 30 წლის ფეხბურთელი "ბეტისს" შეუთანხმდა - "2+1" სქემიან კონტრაქტს გააფორმებს, რომლის მიხედვითაც წელიწადში ხელფასის სახით 10 მილიონ ევროს გამოიმუშავებს. გარდა ამისა, სოლიდურ ბონუსსაც მიიღებს.

ისკოს ანაზღაურების საბოლოო ოდენობა იმაზე იქნება დამოკიდებული, მოხვდებიან თუ არა ანდალუსიელები ჩემპიონთა ლიგაზე. გარდა ამისა, აღნიშნულ საკითხში მნიშვნელოვან როლს ისიც ითამაშებს, რამდენ ფეხბურთელს გაყიდის ზაფხულში კლუბი.

ასე და ამგვარად, ესპანელი ნახევარმცველი შესაძლოა "ბეტისის" ისტორიაში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდეს.

დიდი ალბათობით, აღნიშნული ტრანსფერის შემდეგ კლუბიდან წავა ნაბილ ფეკირი, რომელიც იგივე პოზიციაზე თამაშობს და დაახლოებით იმხელა ხელფასი აქვს, რამდენიც ისკოს ექნება.

მიმდინარე სეზონში "რეალის" ნახევარმცველმა ყველა ტურნირზე ერთად მადრიდელთა მაისურით 15 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა, ზაფხულში იგი თავისუფალი აგენტი ხდება.