ავტორიზაცია

ცნობილია, თუ რამხელა ხელფასს ითხოვს კონტე პსჟ-ს ხელმძღვანელობისგან — ფრანგული მედია

ცნობილია, თუ რამხელა ხელფასს ითხოვს კონტე პსჟ-ს ხელმძღვანელობისგან — ფრანგული მედია
თარიღი 27 აპრ 2022, 17:21

ცნობილი გახდა, თუ რა ფინანსურ მოთხოვნებს უყენებს "ტოტენჰემის" მთავარი მწვრთნელი, ანტონიო კონტე "პსჟ"-ს ხელმძღვანელობას.

როგორც ფრანგული გამოცემა RMC Sport-ი იტყობინება, იტალიელ სპეციალისტს, რომელიც ამჟამად ლონდონში წლიურად დაახლოებით 17 მილიონ ევროს გამოიმუშავებს, პარიზში 30 მილიონის მიღება სურს.

იმ შემთხვევაში, თუ "პსჟ" ამ პირობას დათანხმდება, კონტე "ატლეტიკოს" დამრიგებელ დიეგო სიმეონესთან ერთად მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპეციალისტი გახდება.

ანტონიოს კლუბის ცხოვრების ყველა ასპექტის სრულად გაკონტროლება და მხოლოდ მის მიერ შერჩეულ ადამიანებთან სურს მუშაობა.

გარდა ამისა, 52 წლის მენეჯერს "პსჟ"-ში ე.წ "სოციალური მედიის დირექტორის" მიწვევა უნდა, რათა ფეხბურთელების მხრიდან მისი გამოყენება უკეთესად აკონტროლოს. პირად საუბრებში მწვრთნელი აღიარებს, რომ დაიღალა "ინსტაგრამელი" მოთამაშეებით.

არსებული ინფორმაციით, პარიზელები პირადად კონტეს ჯერ არ დაკავშირებიან.

ანტონიოს "ტოტენჰემთან" მოქმედი კონტრაქტის ვადა 2023 წლამდე აკავშირებს.

იტალიელ სპეციალისტსა და "დეზების" პრეზიდენტ დენიელ ლევის შორის აზრთა სხვადასხვაობაა, ამიტომაც ლონდონური კლუბი მზად არის იგი გაუშვას. ლევის "ტოტენჰემში" "პსჟ"-ს ამჟამინდელი თავკაცის, მაურისიო პოჩეტინოს დაბრუნება უნდა.