ავტორიზაცია

"დარწმუნებული ვარ, წარმატებას მიაღწევს", - ვაისი კვარაცხელიას ნაპოლიში ტრანსფერს გამოეხმაურა

"დარწმუნებული ვარ, წარმატებას მიაღწევს", - ვაისი კვარაცხელიას ნაპოლიში ტრანსფერს გამოეხმაურა
თარიღი 27 აპრ 2022, 20:10

საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი, ვლადიმირ ვაისი ბათუმის "დინამოს" შემტევი ნახევარმცველის, ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლიში" ტრანსფერს გამოეხმაურა.

"ხვიჩას სერია ა-ში თავის გამოჩენა შეუძლია. საჭირო თვისებები რომ არ ჰქონოდა, "ნაპოლი" მისით არ დაინტერესდებოდა", - აცხადებს "სლოვანის" ამჟამინდელი თავკაცი.

"სამი წლის წინ თავად მივეცი შანსი, სრულიად ახალგაზრდა ფეხბურთელს, საქართველოს ნაკრებში. ვიცი, როგორი სათამაშო თვისებები აქვს და ბოლომდე დარწმუნებული ვარ, რომ წარმატებას მიაღწევს. ვფიქრობ, "ნაპოლიმ" ინსინიეს შემცვლელად იყიდა".

"დიდი ტრანსფერია. ხვიჩას "ნაპოლიში" გადასვლა ძალიან კარგი ნიშანია მისთვის, ქართული ფეხბურთისთვის. ხვიჩა უნიჭიერესი ფეხბურთელია, კარგი გონება აქვს. თუ საქმეს სწორად მიუდგება, დიდი კარიერა ელის. "ნაპოლისთვის" შესანიშნავი მოთამაშეა. ინსინიეს ჰგავს, ამიტომაც იყიდეს", - თქვა ვაისმა რუსულ მედიასთან საუბრისას.

მოგეხსენებათ, 52 წლის სლოვაკი სპეციალისტი საქართველოს ეროვნულ ნაკრებს 2016 წლის მარტიდან 2020 წლის ნოემბრამდე წვრთნიდა.