ავტორიზაცია

VIDEO: ვილიარეალის ოცნება დასრულდა? ლივერპულმა ენფილდზე ყვითელი წყალქვეშა ნავი ჩაძირა

თარიღი 28 აპრ 2022, 00:51

ჩემპიონთა ლიგის მეორე ნახევარფინალში „ლივერპულმა“ შინ „ვილიარეალი“ დაამარცხა.

შეხვედრა „ენფილდზე“ გაიმართა და მასპინძელთა მოსალოდნელი გამარჯვებით 2:0 დასრულდა.

„ლივერპულის“ რიგებში გოლის გატანა სადიო მანემ მო სალაჰის პასით (55’) მოახერხა, იქამდე 2 წუთით ადრე კი ესტუპინიანმა ავტოგოლი გაიტანა.

ამრიგად, 3 მაისის საპასუხო მატჩის წინ „ლივერპულმა“ დამაჯერებელი უპირატესობა მოიპოვა და ჩემპიონთა ლიგის ფინალისაკენ უდიდესი ნაბიჯი გადადგა.