ავტორიზაცია

"კვარაცხელია დიდი ნახტომისთვის მზად არის", - Goal.com-მა ხვიჩას ნაპოლიში ტრანსფერი შეაფასა

"კვარაცხელია დიდი ნახტომისთვის მზად არის", - Goal.com-მა ხვიჩას ნაპოლიში ტრანსფერი შეაფასა
თარიღი 28 აპრ 2022, 13:45

Goal.Com-მა ხვიჩა კვარაცხელიას სტატია მიუძღვნა. შეგახსენებთ, რომ ქართველი გარემარბის ტრანსფერი ბათუმის "დინამოდან" "ნაპოლიში" უკვე ოფიციალურად დადასტურდა.

"ევროპული ფეხბურთის ერთ-ერთი საუკეთესო ტალანტი, კვარაცხელია "ნაპოლიში" ინსინიეს მემკვიდრე იქნება. ისეთი ჩემპიონის ჩანაცვლება, როგორიც ლორენცოა, რთული საკითხია".

"ამის მიუხედავად, კლუბის ხელძღვანელობამ მისი შემცვლელი იპოვა. იტალიელის მსგავსად, მისი მემკვიდრეც გარემარბია, რომელიც შესანიშნავი ტექნიკური თვისებებით არის დაჯილდოებული".

"ხვიჩათი ისეთი გუნდები ინტერესდებოდნენ, როგორებიც "იუვენტუსი", "მილანი", "ტოტენჰემი", "დორტმუნდი" და "აიაქსი" არიან. ის დიდი ნახტომისთვის უკვე მზად არის".

"ქართველი ვინგერი სიმაღლეში 183 სანტიმეტრია. მიუხედავად ამისა, ის ძალიან სწრაფი და ტექნიკურია. ორივე ფლანგზე თამაშობს და ეს "დინამოს" ფლანგელისთვის დიდი პლუსია".

როდესაც დრიბლინგს იწყებს, ფაქტობრივად შეუჩერებელია. დამანგრეველი ღია სივრცეში და სხარტი მოკლე მონაკვეთში", - ასე შეაფასა ავტორიტეტულმა გამოცემამ 21-წლის შემტევი.