ავტორიზაცია

"ერთ-ერთ ვარიანტად განიხილება", - პრემიერ ლიგის კლუბი ქეცბაიათი ინტერესდება

"ერთ-ერთ ვარიანტად განიხილება", - პრემიერ ლიგის კლუბი ქეცბაიათი ინტერესდება
თარიღი 28 აპრ 2022, 16:49

WatfordObserver-ის ცნობით, "უოტფორდი" მთავარი მწვრთნელობის ერთ-ერთ კანდიდატად განიხილავს "ანორთოსისის" სპეციალისტს, თემურ ქეცბაიას. ქართველის შესახებ წერია შემდეგი:

"მთავარი მწვრთნელობის ერთ-ერთ კანდიდატად ქეცბაიას ვარიანტი განიხილება. ის წარსულში "ნიუკასლის" ღირსებას იცავდა და აქედან გამომდინარე, ინგლისს კარგად იცნობს".

"თემურთან დაახლოებულმა წყაროებმა განაცხადეს, რომ ის ინგლისში დაბრუნებით დაინტერესებულია. ქართველი სპეციალისტი კვიპროსში გამოცდილების დაგროვებას აგრძელებს".

"სამომავლოდ კი იმედოვნებს, რომ ინგლისში დაბრუნებას შეძლებს. "ანორთოსისის" დამრიგებელი თავისი ამჟამინდელი კლუბის გარდა, საქართველოს ნაკრებს, "ოლიმპიაკოსსა" და "აეკს" წვრთნიდა".

"საგულისხმოა, რომ "უოტფორდს" მისი ვარიანტი იმავე სკაუტებმა შესთავაზეს, რომლებმაც ჩისკო მუნიოზს გაუწიეს რეკომენდაცია", - წერს ინგლისური გამოცემა 54-წლის მწვრთნელის შესახებ.