ავტორიზაცია

ბრძოლა პაუ ტორესისთვის — ვილიარეალის მცველის შეძენა პრემიერ ლიგის 3 გრანდს სურს

ბრძოლა პაუ ტორესისთვის — ვილიარეალის მცველის შეძენა პრემიერ ლიგის 3 გრანდს სურს
თარიღი 28 აპრ 2022, 20:25

ინგლისის ჩემპიონატის ტოპ კლუბები "ვილიარეალის" ცენტრალური მცველის, პაუ ტორესის ხელში ჩაგდებით ინტერესდებიან.

როგორც გავლენიანი ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო იტყობინება, 25 წლის ესპანელი უკანახაზელის შეძენა "მანჩესტერ სიტის", "მანჩესტერ იუნაიტედსა" და "ჩელსის" უნდათ.

გავრცელებული ინფორმაციით, "არისტოკრატებმა" "ყვითელი წყალქვეშა ნავის" ფეხბურთელზე დასაკვირვებლად სკაუტები უკვე გაგზავნა.

პაუ ტორესის კონტრაქტში გამოსასყიდი თანხის პუნქტი დევს - 60 მილიონი ევრო. ეს ოფცია ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდეა ძალაში.

მიმდინარე სეზონში ესპანეთის ნაკრების მცველმა საკლუბო დონეზე "ვილიარეალის" ღირსება 41 მატჩში დაიცვა და 5 გოლი გაიტანა.