ავტორიზაცია

ტრანსფერის ღირებულებაც ცნობილია და ხელფასიც — რამდენს გამოიმუშავებს ხვიჩა ნაპოლიში?

ტრანსფერის ღირებულებაც ცნობილია და ხელფასიც — რამდენს გამოიმუშავებს ხვიჩა ნაპოლიში?
თარიღი 28 აპრ 2022, 22:01

ცნობილი გახდა თანხა, რომელსაც "ნაპოლი" ბათუმის "დინამოს" შემტევი ნახევარმცველის, ხვიჩა კვარაცხელიას სანაცვლოდ გადაიხდის.

აღნიშნულ ინფორმაციას La Gazetta dello Sport-ზე დაყრდნობით Calciomercato ავრცელებს.

ასე და ამგვარად, ნეაპოლელებს საქართველოს ეროვნული ნაკრების ლიდერის ტრანსფერი 10 მილიონი ევრო დაუჯდებათ, თავად ხვიჩას წლიური ხელფასი კი დაახლოებით 1 მილიონი იქნება.

შეგახსენებთ, კვარაცხელიამ სეზონი ყაზანის "რუბინში" დაიწყო. მარტის ბოლოს რუსულმა კლუბმა მასთან კონტრაქტის გაწყვეტა დაადასტურა. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ნაკრების ლიდერმა ბათუმის "დინამოსთან" 2-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა.

21 წლის ქართველი ფეხბურთელი "რუბინში" 2019 წელს "რუსთავიდან" გადავიდა. Transfermarkt-ის ვერსიით, ხვიჩას ამჟამინდელი სატრანსფერო ღირებულება 16 მილიონ ევროს შეადგენს.