ავტორიზაცია

ლეგენდარული სერ ალექს ფერგიუსონი მანჩესტერ იუნაიტედის მწვრთნელად ტენ ჰაგის დანიშვნას გამოეხმაურა

ლეგენდარული სერ ალექს ფერგიუსონი მანჩესტერ იუნაიტედის მწვრთნელად ტენ ჰაგის დანიშვნას გამოეხმაურა
თარიღი 29 აპრ 2022, 04:08

ლეგენდარული სერ ალექს ფერგიუსონი "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარ მწვრთნელად ერიკ ტენ ჰაგის დანიშვნას გამოეხმაურა.

მოგეხსენებათ, 52 წლის ჰოლანდიელი ამჟამად "აიაქსს" უდგას სათავეში, პრემიერ ლიგაში კი მომავალი სეზონიდან ვიხილავთ.

"იმედი მაქვს, წარმატებას მიაღწევს, კლუბს სჭირდება ის ადამიანი, ვინც სიტუაციას გააკონტროლებს".

"ასე რომ, ვიმედოვნებ, ყველაფერი გამოუვა", - ციტირებს შოტლანდიელის სიტყვებს RTE Racing-ი.

თავად ალექს ფერგიუსონი "მანჩესტერ იუნაიტედს" 27 წლის მანძილზე წვრთნიდა - 1986 წლიდან 2013 წლამდე.