ავტორიზაცია

"კვარაცხელიას გვარის წარმოთქმა უბრალოდ შეუძლებელია, თუმცა ნაპოლის გამოსავალი ნაპოვნი აქვს", - Sky Sport

"კვარაცხელიას გვარის წარმოთქმა უბრალოდ შეუძლებელია, თუმცა ნაპოლის გამოსავალი ნაპოვნი აქვს", - Sky Sport
თარიღი 30 აპრ 2022, 14:20

Sky Sport Italia-მ სტატია მიუძღვნა სპორტსმენებს უცნაური გვარებით. იტალიურმა მედია პორტალმა ახსენა ხვიჩა კვარაცხელიაც, რომლის "ნაპოლიში" ტრანსფერი უკვე გაოფიციალურდა.

"კვარაცხელია "ნაპოლის" ახალი შენაძენია, რომლის გვარის წარმოთქმაც შეუძლებელია, მაგრამ ისტორიაში არიან სპორტსმენები, რომლებსაც ბევრად უცნაური გვარები აქვთ".

"მისი ტრანსფერის შესახებ დე ლაურენტისმა განაცხადა და ის მშვენივრად ხვდება, მისმა გვარმა რა პრობლემები შეიძლება გამოიწვიოს. მას გამოსავალი უკვე ნაპოვნი აქვს".

"აურელიო აცხადებს: "ხვიჩას ძიძის დავუძახებთ", თუმცა მთავარი სირთულე მისი გვარის დაწერა იქნება, თორემ მისი გვარის წარმოთქმა მოსალოდნელზე მარტივია - Cuarascelia", - წერს Sky Sport-ი.