ავტორიზაცია

VIDEO: ნამდვილი შოუ ნეაპოლში — ნაპოლიმ სასუოლო გააცამტვერა და ჩემპიონობის შანსებს ინარჩუნებს

თარიღი 30 აპრ 2022, 19:17

იტალიის ჩემპიონატის 35-ე ტურის ეგიდით, "ნაპოლიმ" შინაურ კედლებში "სასუოლოს" უმასპინძლა.

"სტადიო დიეგო არმანდო მარადონაზე" გამართული დაპირისპირება ნეაპოლელთა გამანადგურებელი გამარჯვებით დასრულდა - 6:1.

უკვე 21-ე წუთისთვის ლუჩიანო სპალეტის შეგირდები 4:0-ს იგებდნენ - ანგარიში კალიდუ კულიბალიმ გახსნა, რასაც ვიქტორ ოსიმჰენის, ირვინგ ლოსანოსა და დრის მერტენსის გოლები მოჰყვა.

54-ე წუთზე მერტენსმა დუბლი გაიფორმა და სხვაობა კიდევ უფრო გაზარდა, მე-80 წუთზე კი თავისი ბურთი ამირ რაჰმანიმაც შეაგდო.

მატჩის მიწურულს, 87-ე წუთზე, მაქსიმე ლოპესმა პრესტიჟის გოლი შეაგდო და საბოლოო შედეგი დააფიქსირა.

ამ გამარჯვების შემდეგ, "ნაპოლი" სერია ა-ს სატურნირო ცხრილში 70 ქულით მე-3 ადგილს იკავებს, მეორეადგილოსან "ინტერს" ორი, ხოლო ლიდერ "მილანს" სამი ქულით ჩამორჩება, მაგრამ ერთი მატჩით მეტი აქვს ჩატარებული.