ავტორიზაცია

VIDEO: ბერნაბეუზე განადგურებული ესპანიოლი და ლა ლიგის 35-ე ტიტული — რეალი ესპანეთის ჩემპიონია!

თარიღი 30 აპრ 2022, 20:14

ესპანეთის ჩემპიონატის 34-ე ტურის ეგიდით, მადრიდის "რეალმა" შინაურ კედლებში "ესპანიოლს" უმასპინძლა.

აღნიშნული დაპირისპირება "სამეფო კლუბის" გამანადგურებელი გამარჯვებით დასრულდა - 4:0.

ანგარიში 33-ე წუთზე როდრიგომ გახსნა, რომელმაც ზუსტად ათ წუთში მეორე გოლიც შეაგდო და "ბლანკოსის" უპირატესობა ორამდე გაზარდა.

"რეალმა" მეტოქის კარი მეორე ტაიმშიც ორჯერ აიღო - 55-ე წუთზე მარკო ასენსიომ გამოიჩინა თავი, ხოლო 81-ე წუთზე თავისი ბურთი კარიმ ბენზემამაც გაიტანა და საბოლოო შედეგი დააფიქსირა.

ამ გამარჯვების შემდეგ, მადრიდელებს ლა ლიგის სატურნირო ცხრილში 81 ქულა დაუგროვდათ და ტიტულიც გაინაღდეს. რაც შეეხება "ესპანიოლს", კატალონიური გუნდი 39 ქულით მე-13 პოზიციაზეა.