VIDEO: მამარდაშვილის მორიგი ბრწყინვალე მატჩი და საუკეთესო ფეხბურთელის წოდება!
გიორგი მამარდაშვილი „ვალენსიას“ ლა ლიგაში მორიგი ქულის მოპოვებაში დაეხმარა.
პრიმერა დივიზიონის 34-ე ტურში „ვალენსიამ“ საკუთარ კედლებში „ლევანტეს“ უმასპინძლა და შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა.
27-ე წუთზე მასპინძლები უგო დურომ დააწინაურა, თუმცა 4 წუთში ხოსე გაიამ პირდაპირი წითელი ბარათი მიიღო და „ვალენსია“ 10 კაცით დარჩა, რის გამოც, მატჩის ბოლომდე უპირატესობის შენარჩუნება ვერ შეძლო.
81-ე წუთზე დუარტემ ანგარიში გაათანაბრა და „ლევანტეს“ ქულა მოუტანა.
გიორგი მამარდაშვილმა ამ შეხვედრაში მოედანზე 90 წუთი გაატარა, 5 სეივი მიითვალა და დროის გაყვანისთვის ყვითელი ბარათიც მიიღო.
ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ ამ შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელად (ე.წ. მატჩის მეფედ) ლა ლიგამ ამ ჩემპიონატში უკვე მეორედ ქართველი მეკარე დაასახელა.