ავტორიზაცია

VIDEO: დაძაბული მატჩი სან სიროზე — მილანმა ფიორენტინასთან უმნიშვნელოვანესი სამი ქულა აიღო

VIDEO: დაძაბული მატჩი სან სიროზე — მილანმა ფიორენტინასთან უმნიშვნელოვანესი სამი ქულა აიღო
თარიღი 01 მაი 2022, 19:05

იტალიის ჩემპიონატის 35-ე ტურის ეგიდით, "მილანმა" შინაურ კედლებში "ფიორენტინას" უმასპინძლა.

აღნიშნული დაპირისპირება "როსონერიმ" მინიმალური ანგარიშით მოიგო - 1:0.

შეხვედრაში ერთადერთი გოლი 82-ე წუთზე რაფაელ ლეაომ გაიტანა და გუნდს უმნიშვნელოვანესი სამი ქულა მოუტანა.

ასე და ამგვარად, სტეფანო პიოლის გუნდი სკუდეტოსთვის ბრძოლას აგრძელებს და ჩემპიონობის მთავარი კანდიდატია.

ამ გამარჯვების შემდეგ, "მილანი" სერია ა-ს სატურნირო ცხრილში 77 ქულით ერთპიროვნული ლიდერია და უახლოეს მდევარ "ინტერს" 5 ქულით უსწრებს, თუმცა "ნერაძურის" ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.