VIDEO: გადარჩენისთვის მებრძოლმა ევერტონმა გუდისონ პარკზე ჩელსის მინიმალური ანგარიშით მოუგო

ინგლისის ჩემპიონატის 35-ე ტურის ეგიდით, "ევერტონმა" შინაურ კედლებში "ჩელსის" უმასპინძლა.
"გუდისონ პარკზე" გამართული დაპირისპირება "კანფეტების" გამარჯვებით დასრულდა - 1:0.
ერთადერთი გოლი მეორე ტაიმის სტარტზევე, 47-ე წუთზე გავიდა - "არისტოკრატების" კარი რიშარლისონმა აიღო.
ამ გამარჯვების წყალობით, "ევერტონს" 32 ქულა დაუგროვდა და კვლავ გასავარდნ ზონაშია, თუმცა გადარჩენის შანსები არ დაუკარგავს.
რაც შეეხება ტომას ტუხელის შეგირდებს, "ჩელსი" 66 ქულით კვლავ მე-3 ადგილს იკავებს.