ავტორიზაცია

VIDEO: სონის დუბლი და ასისტი — ტოტენჰემმა უხვგოლიან მატჩში ლესტერი დაამარცხა

VIDEO: სონის დუბლი და ასისტი — ტოტენჰემმა უხვგოლიან მატჩში ლესტერი დაამარცხა
თარიღი 01 მაი 2022, 19:18

ინგლისის ჩემპიონატის 35-ე ტურის ეგიდით, ლონდონის "ტოტენჰემმა" შინაურ კედლებში "ლესტერს" უმასპინძლა.

აღნიშნული დაპირისპირება "დეზების" გამარჯვებით დასრულდა - 3:1.

შეხვედრაში ანგარიში 22-ე წუთზე სონ ჰინ მინის გადაცემით ჰარი კეინმა გახსნა, პირველ ნახევარში მეტი აღარაფერი შეცვლილა.

მე-60 წუთზე "მელიების" კარი სონმა აიღო და "ტოტენჰემის" უპირატესობა ორამდე გაზარდა, კორეელმა 79-ე წუთზე დუბლი გაიფორმა.

საბოლოო შედეგი 91-ე წუთზე კელეჩი იჰეანაჩომ დააფიქსირა, რომელმაც პრესტიჟის გოლი გაიტანა.

პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში ანტონიო კონტეს შეგირდები 61 ქულით მე-4 ადგილს იკავებენ, ხოლო "ლესტერი" 42 ქულით მე-11 პოზიციაზეა.