"ჰოლანდი შეიძლებოდა მანჩესტერში გადასულიყო", - დორტმუნდის დირექტორმა არშემდგარ ტრანსფერზე ისაუბრა

"დორტმუნდის" გენერალურმა დირექტორმა, ჰანს-იოაჰიმ ვატცკემ თავდამსხმელ ერლინგ ჰოლანდის "მანჩესტერ იუნაიტედში" ჩაშლილი ტრანსფერის შესახებ ისაუბრა.
"ჰოლანდს გამოსასყიდი თანხის პუნქტზე შევუთანხმდით, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში "ემიუში" წავიდოდა", - ციტირებს ბორუსიელთა ფუნქციონერის სიტყვებს გავლენიანი ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო.
"ახლა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს და თავის დროზე ეს მოხდება. მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ახალ ჰოლანდს ვიპოვით. ახალი ჰოლანდი გვჭირდება", - დასძინა ვატცკემ.
მოგეხსენებათ, 21 წლის ნორვეგიელი სუპერვარსკვლავი "დორტმუნდის" ღირსებას 2019/20 წლების სეზონიდან იცავს. იქამდე იგი "ზალცბურგის" ღირსებას იცავდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ზაფხულში ჰოლანდის გადაბირების ფავორიტი "მანჩესტერ სიტი" იქნება, "ქალაქელთა" შეთავაზება ყველაზე სარფიანია.