ავტორიზაცია

"ტიტულებისთვის ბრძოლა მინდა და არა მე-6 ან მე-8 ადგილისთვის", - კონტე საკუთარ მომავალზე ალაპარაკდა

"ტიტულებისთვის ბრძოლა მინდა და არა მე-6 ან მე-8 ადგილისთვის", - კონტე საკუთარ მომავალზე ალაპარაკდა
თარიღი 01 მაი 2022, 23:41

"ტოტენჰემის" მთავარმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ საკუთარ მომავალთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

"სეზონის დასრულების შემდეგ ყველაფერს განვიხილავთ და ორივე მხარისთვის საუკეთესო გამოსავალს ვიპოვნით".

"ტოტენჰემში" ყველაფრით კმაყოფილი ვარ, მაგრამ ვნახოთ. არ დაგავიწყდეთ, ამბიციები მიყვარს".

"ტიტულებისთვის ბრძოლა მინდა და არა მხოლოდ მე-6 ან მე-8 ადგილისთვის ბრძოლა", - ციტირებს იტალიელი სპეციალისტის სიტყვებს გავლენიანი ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო.

შეგახსენებთ, კონტემ "ტოტენჰემი" გასული წლის ნოემბერში ჩაიბარა და 2023 წლის ზაფხულამდე გათვლილი კონტრაქტი გააფორმა.