ავტორიზაცია

კონტე ტოტენჰემზე: "ნოემბერში ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ვიბრძოლებდით"

კონტე ტოტენჰემზე: "ნოემბერში ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ვიბრძოლებდით"
თარიღი 02 მაი 2022, 14:38

"ტოტენჰემის" მთავარმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ პრემიერ ლიგის ეგიდით "ლესტერთან" (2:1) გამართული მატჩის შედეგი შეაჯამა.

"მნიშვნელოვანი იყო სამი ქულის აღება. უდიდესი ზეწოლა იგრძნობოდა, მაგრამ ფეხბურთელებს ვუთხარი მომენტით ესიამოვნათ, რადგან ეს ამ ექვს თვეში გაწეული შრომით დაიმსახურეს".

"გუნდი ნოემბერში ჩავიბარე და მაშინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ვიბრძოლებდით, მაგრამ ჩვენი ფეხბურთელები ცხრილში ასეთი მნიშვნელოვანი ადგილისთვის ბრძოლას იმსახურებენ".

"ინგლისის ჩემპიონატის ტოპ ოთხეულში მოხვედრა ადვილი არ არის", - ციტირებს იტალიელი სპეციალისტის სიტყვებს BBC.

ცნობისთვის, "ტოტენჰემი" 34 ტურის შემდეგ პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილს იკავებს და მეოთხეადგილოსან "არსენალს" ორი ქულით ჩამორჩება.