ავტორიზაცია

ჯუდ ბელინგემმა კრიშტიანუ რონალდუსა და ლიონელ მესის შორის არჩევანი გააკეთა

ჯუდ ბელინგემმა კრიშტიანუ რონალდუსა და ლიონელ მესის შორის არჩევანი გააკეთა
თარიღი 03 May 2022, 22:44

"დორტმუნდისა" და ინგლისის ეროვნული ნაკრების ცენტრალურმა ნახევარმცველმა, ჯუდ ბელინგემმა ლიონელ მესისა და კრიშტიანუ რონალდუს შორის არჩევანი გააკეთა.

18 წლის ვუნდერკინდის აზრით, არგენტინელი სუპერვარსკვლავი პორტუგალიელზე უკეთ თამაშობს.

– ვინ არის უკეთესი: კრიშტიანუ რონალდუ თუ მესი?

"ლიონელ მესი".

– მესი?

"დიახ", - უპასუხა ბორუსიელთა ახალგაზრდა ნახევარმცველმა ერთ-ერთ გულშემატკივარს.

ცნობისთვის, ბელინგემი "დორტმუნდს" 2020 წლის 23 ივლისს "ბირმინგემიდან" 25 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა.

მიმდინარე სეზონში ჯუდმა ბორუსიელთა მაისურით ყველა ტურნირზე ერთად 42 მატჩში ჩაატარა, 6 გოლი გაიტანა და 13 ასისტი გააკეთა.