ავტორიზაცია

6 მატჩი - სრული სიმშრალე - ასტონ ვილას კოუტინიოს გამოსყიდვის საჭიროებაში ეჭვი შეეპარა

6 მატჩი - სრული სიმშრალე - ასტონ ვილას კოუტინიოს გამოსყიდვის საჭიროებაში ეჭვი შეეპარა
თარიღი 04 მაი 2022, 10:49

„ასტონ ვილას" „ბარსელონადან" ფილიპე კოუტინიოს გამოსყიდვის საჭიროებაში ეჭვი ეპარება.

29 წლის ბრაზილიელმა ნახევარმცველმა პრემიერ ლიგის ბოლო 6 შეხვედრაში ვერც გოლით და ვერც საგოლე პასით ვერ მოახერხა თავის გამოჩენა. 

არადა, იქამდე გამართულ 8 შეხვედრაში კოუტინიომ 4 გოლს და 3 საგოლე პასს მოუყარა თავი და „ასტონ ვილას" გარდა, მისი გამოსყიდვით „ნიუკასლიც" დაინტერესდა.

თუმცა, Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, ბოლოდროინდელმა მშრალმა სერიამ ორივე ეს კლუბი დააეჭვა მისი გამოსყიდვის საჭიროებაში.

შეგახსენებთ, რომ „ვილამ" კოუტინიო იანვარში „ბარსელონადან" სეზონის ბოლომდე ინათხოვრა და მისი გამოსყიდვა 40 მლნ ევროდ შეუძლია.