ავტორიზაცია

"სიტის ძალიან კარგად ვიცნობთ, რეალი რეალია", - ვინ სურს ვან დეიკს ჩემპიონთა ლიგის ფინალში მეტოქედ?

"სიტის ძალიან კარგად ვიცნობთ, რეალი რეალია", - ვინ სურს ვან დეიკს ჩემპიონთა ლიგის ფინალში მეტოქედ?
თარიღი 04 მაი 2022, 14:11

"ლივერპულის" მცველმა, ვირჯილ ვან დეიკმა იმის შესახებ ისაუბრა, თუ რომელ გუნდთან სურს შეხვედრა ჩემპიონთა ლიგის ფინალში.

ჰოლანდიელმა უკანახაზელმა აღნიშნული განცხადება "ვილიარეალთან" (2:0, 3:2) გამართული საპასუხო 1/2 ფინალური მატჩის შემდეგ გააკეთა.

"ამას ჩვენთვის მნიშვნელობა საერთოდ არ აქვს. ვისთანაც არ უნდა მოგვიწიოს თამაში, ძალიან რთული გამოცდა იქნება", - ციტირებს მერსისაიდელთა ფეხბურთელის სიტყვებს უეფას ოფიციალური საიტი.

"მანჩესტერ სიტის" ძალიან კარგად ვიცნობთ, ისინიც ძალიან კარგად გვიცნობენ. ვიცით, როგორი ინტენსიურია ჩვენი მატჩები".

"რეალი" "რეალია". ამ დროისთვის, საუკეთესო თავდამსხმელი (ბენზემა) ჰყავთ. ვნახოთ, რა შედეგს მივიღებთ", - დასძინა ვან დეიკმა.

შეგახსენებთ, ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირის მეორე ნახევარფინალური წყვილის საპასუხო მატჩი დღეს, მადრიდში გაიმართება.