ავტორიზაცია

"მოლაპარაკებები პსჟ-სთან და მანჩესტერთან? ყალბი ამბებია, ინტერვიუ არ მიმიცია", - მილინკოვიჩ-სავიჩის აგენტი

"მოლაპარაკებები პსჟ-სთან და მანჩესტერთან? ყალბი ამბებია, ინტერვიუ არ მიმიცია", - მილინკოვიჩ-სავიჩის აგენტი
თარიღი 04 მაი 2022, 14:52

"ლაციოს" ნახევარმცველის, სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩის აგენტმა, მატეია კეჟმანმა ბოლო პერიოდში გავრცელებული ინფორმაცია უარყო.

მოგეხსენებათ, როგორც აქამდე დაიწერა, 27 წლის სერბის წარმომადგენელი "პსჟ"-სთან და "მანჩესტერ იუნაიტედთან" აწარმოებს მოლაპარაკებებს.

გამოსარჩევია ის ფაქტი, რომ გამოჩნდა თავად აგენტის ინტერვიუც, სადაც ტოპ კლუბებთან მიმდინარე მოლაპარაკებებს ადასტურებს.

"ყალბი ამბებია. ბოლო პერიოდში ინტერვიუ არ მიმიცია, ზოგიერთი ჟურნალისტი მართლაც წარმოუდგენელია!".

"ძალიან გაბრაზებული ვარ, ეს ჩემდამი, სერგეისადმი და "ლაციოსადმი" უპატივცემულობაა", - ციტირებს კეჟმანის სიტყვებს იტალიური მედია.

ცნობისთვის, სერბი ნახევარმცველი რომაულ კლუბში 2015 წლის აგვისტოდან ირიცხება და მისი კონტრაქტი 2024 წლის 30 ივნისამდეა გათვლილი.

მიმდინარე სეზონში მილინკოვიჩ-სავიჩმა ყველა ტურნირზე ერთად 44 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 10 გოლი გაიტანა და 12 შედეგიანი პასი გააკეთა.

"პსჟ-სთან და მანჩესტერთან ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს", - მილინკოვიჩ-სავიჩის აგენტმა სასურველი კლუბი გაამხილა