ავტორიზაცია

კარაგერი რონალდუზე: "მანჩესტერი პატარა კლუბს ჰგავს, გრანდები 37 წლის ფეხბურთელებს არ ყიდულობენ"

კარაგერი რონალდუზე: "მანჩესტერი პატარა კლუბს ჰგავს, გრანდები 37 წლის ფეხბურთელებს არ ყიდულობენ"
თარიღი 04 მაი 2022, 19:49

"ლივერპულის" ყოფილი მცველის, ჯეიმი კარაგერის აზრით, "მანჩესტერ იუნაიტედი" კრიშტიანუ რონალდუს დაბრუნებით პატარა კლუბივით მოიქცა.

"ის, რომ "მანჩესტერ იუნაიტედმა" რონალდუ იყიდა, ყოველთვის პრობლემად მეჩვენებოდა. მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი კლუბი 37 წლის ფეხბურთელს არ უნდა ყიდულობდეს", - ციტირებს ვეტერანი ინგლისელის სიტყვებს Daily Mail-ი.

"ყოველთვის იმ აზრზე ვიყავი, რომ რონალდუ არ უნდა შეენარჩუნებინათ. ახლა კი კლუბს იმდენი პრობლემა აქვს: "ნახევარმცველი გვჭირდება, ცენტრალური მცველი გვჭირდება". ამ სეზონში დავინახეთ, რომ თუ რონალდუ არ თამაშობდა ან მას ცვლიდნენ, ეს ყველაფერი დიდ ამბავში იზრდებოდა".

"ახალ თავდამსხმელებს იყიდით. ისინი ითამაშებენ თუ რონალდუს შემცვლელები იქნებიან? ახალი მწვრთნელის ადგილზე რომ ვიყო, დავფიქრდებოდი, საჭირო იქნებოდა თუ არა ეს".

"დაიბრუნებდა "ლივერპული" სუარესს? არა მგონია. "იუნაიტედს" ჰოლანდი უნდა ეყიდა, მაგრამ იგი "მანჩესტერ სიტის" მიჰყავს".

"მანჩესტერ იუნაიტედი" პატარა კლუბს ჰგავს. ეს ვითარება რუნისთან დაკავშირებულ სიტუაციას ჰგავს, რომელიც "ევერტონმა" დაიბრუნა. ეს უბრალოდ ფანების გასამხნევებლად გააკეთეს", - დასძინა კარაგერმა.