ბარსელონაში ბუსკეტსის მომავალი პრაქტიკულად გადაწყვეტილია — ფაბრიციო რომანო
"ბარსელონას" ჩამშლელი ნახევარმცველი, სერხიო ბუსკეტსი მზად არის კატალონიურ გრანდში კიდევ ერთი სეზონი გაატაროს.
აღნიშნულ ინფორმაციას ავტორიტეტული ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო ავრცელებს.
ასე და ამგვარად, 33 წლის ესპანელი დარჩენის წინააღმდეგი არ გახლავთ, რადგან გუნდის მთავარი მწვრთნელი, ხავი მას პროექტის მნიშვნელოვან ნაწილად თვლის.
ბუსკეტსით MLS-ის კლუბები ინტერესდებიან, მაგრამ გასულ ზაფხულს შეთავაზება უკვე იუარა. ამერიკის ჩემპიონატში გადასვლის ვარიანტი მან შესაძლოა 2023 წლის ზაფხულში განიხილოს.
მიმდინარე სეზონში გამოცდილმა ნახევარმცველმა "ბარსას" მაისურით ყველა ტურნირზე ერთად 48 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და ერთი ასისტი გააკეთა.