ავტორიზაცია

შლოტერბეკისა და რუდიგერის ტრანსფერების ჩაშლის შემდეგ, ბაიერნის რადარზე ახალი მცველი გამოჩნდა

შლოტერბეკისა და რუდიგერის ტრანსფერების ჩაშლის შემდეგ, ბაიერნის რადარზე ახალი მცველი გამოჩნდა
თარიღი 04 მაი 2022, 23:25

"აიაქსის" ცენტრალური მცველი, იურიენ ტიმბერი მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ შესაძლოა "ბაიერნში" გადავიდეს.

მიუნხენური გრანდის ხელმძღვანელობა 20 წლის ჰოლანდიელის სიტუაციით დაინტერესდა და მის აგენტებს უკვე დაუკავშირდა, წერენ გერმანულ მედიაში.

გავრცელებული ინფორმაციით, "რეკორდმაისტერი" ტიმბერს ანტონიო რუდიგერისა ("ჩელსი") და ნიკო შლოტერბეკის ("ფრაიბურგი") ალტერნატივად განიხილავს, რომლებმაც მიუნხენურ გრანდს "რეალი" და "დორტმუნდი" ამჯობინეს, შესაბამისად.

ტიმბერს ამსტერდამულ კლუბთან მოქმედი კონტრაქტის ვადა 2024 წლამდე აკავშირებს.

მიმდინარე სეზონში "აიაქსის" ახალგაზრდა უკანახაზელმა ყველა ტურნირზე ერთად 41 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და ერთი ასისტი მიითვალა.