"გარკვეული ეჭვები ჰქონდა და აზრი ფეხბურთელებს გვკითხა", - კროოსი ანჩელოტისთან საუბრის შესახებ
"რეალის" ნახევარმცველმა, ტონი კროოსმა იმის შესახებ ისაუბრა, თუ როგორ ეხმარებოდნენ გუნდის ფეხბურთელები მთავარ მწვრთნელს, კარლო ანჩელოტის შეცვლებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებების მიღებაში.
"მწვრთნელს გარკვეული ეჭვები ჰქონდა იმაზე, ვინ უნდა შეეშვა მოედანზე და ვინ - არა. ჩვენ, "რეალის" ფეხბურთელებს, საკუთარი თვალებით გვინახავს სხვადასხვა მატჩი. ეს იდეების გაცვლის საშუალებას იძლევა".
"ანჩელოტი სხვა მწვრთნელებს არ ჰგავს, რომლებიც მიუხედავად ეჭვებისა, მაინც არ იკადრებენ რჩევის კითხვას. ვფიქრობ, ეს ყველაფერი მას ძალიან კარგ ადამიანად და მწვრთნელად აქცევს".
"საბოლოო გადაწყვეტილებას ანჩელოტი იღებს, თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენი აზრიც აინტერესებს", - თქვა გერმანელმა ნახევარმცველმა DAZN-სთან ინტერვიუში.
მოგეხსენებათ, "რეალმა" ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში "მანჩესტერ სიტი" (3:1, პირველი მატჩი - 3:4) დაამარცხა და ფინალში გავიდა, სადაც "ლივერპულს" დაუპირისპირდება.