ავტორიზაცია

კავანი: "რონალდუს ტრანსფერი რომ ერთი კვირით ადრე დადასტურებულიყო, გუნდიდან წასვლას შევეცდებოდი"

კავანი: "რონალდუს ტრანსფერი რომ ერთი კვირით ადრე დადასტურებულიყო, გუნდიდან წასვლას შევეცდებოდი"
თარიღი 05 მაი 2022, 23:56

ედინსონ კავანიმ „მანჩესტერ იუნაიტედის“ დატოვების სურვილი გამოთქვა.

„როგორც კი მანჩესტერმა რონალდუ დაიტოვა, ვიფიქრე, რომ ეს კლუბისთვის კარგი ტრანსფერია. ახლა უკეთ ვერკვევი იმაში, თუ როგორ არის მოწყობილი ფეხბურთი, ამიტომ პირველ რიგში დავურეკე ჩემს ძმას და ვუთხარი: „ფერნანდო, ეს რომ ერთი კვირის წინ მომხდარიყო, ახალი გუნდის მოძიებას გთხოვდი.“

იმიტომ არა, რომ რონალდუსთან თამაში არ მინდოდა, არა. მომეცა შესაძლებლობა ის უკეთ გამეცნო, კრიშტიანუ ნამდვილი პროფესიონალია, რომელსაც აქვს თავისი მიზნები და ეს სპორტსმენისთვის შესანიშნავია. თუმცა ვიცი, როგორ არის ყველაფერი მოწყობილი სადღეისოდ. სიტუაცია კარგად მესმოდა. ეს არ უკავშირდება იმას, რომ შეიძლებოდა გუნდში მნიშვნელოვანი როლი არ შემესრულებინა, უბრალოდ აქ სიტუაცია სხვანაირად არის.

ყველაფერი ძალიან მალე მოხდა, ვერაფერი ვერ ვიგრძენი. ვიფიქრე მხოლოდ ის, რომ ერთად მოგვიწევს თამაში და მაქსიმუმის აღებას შევეცდებით.

ჩემ ძმა დავურეკე და მან მითხრა: „ედი, დადებითი განწყობა შეინარჩუნე და თავის წარმოჩენას შეძლებ.“ მან ბევრი რამ მომიყვა და ეჭვიც არ მეპარებოდა იმაში, რომ ყველაფერი შეიძლება გამოსულიყო, თუმცა ვუპასუხე, რომ ვნახოთ, რა გამოვა.

ყველამ ვიცით, რაც გამოვიდა. მაქსიმალურად ვცდილობ გუნდს დავეხმარო, როგორც ეს წინა კლუბებშ იყო. დიახ, ტრავმების პრობლემებმაც შემიშალა ხელი, მაგრამ გამოვიდა ის, რაც გამოვიდა.“ - აღნიშნა ურუგვაელმა.