ავტორიზაცია

ნკუნკუ ზაფხულში ლაიფციგიდან წასვლას აპირებს — 4 ევროპული გრანდი, რომელიც მისი შეძენით ინტერესდება

ნკუნკუ ზაფხულში ლაიფციგიდან წასვლას აპირებს — 4 ევროპული გრანდი, რომელიც მისი შეძენით ინტერესდება
თარიღი 06 მაი 2022, 11:39

"ლაიფციგის" შემტევი ნახევარმცველი, კრისტოფერ ნკუნკუ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე კლუბის შეცვლას აპირებს.

როგორც ავტორიტეტული გერმანული გამოცემა Bild-ი წერს, 24 წლის ფრანგს მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ წასვლა უნდა.

ნკუნკუს "ლაიფციგთან" მოქმედი ხელშეკრულების ვადა 2024 წლის ზაფხულში ეწურება, კლუბი კი ახალ კონტრაქტს უმზადებს, რომლის მიხედვითაც მისი გამოსასყიდი თანხა დაახლოებით 65 მილიონი ევრო იქნება.

იმ შემთხვევაში, თუ ნკუნკუ წასვლას საბოლოოდ გადაწყვეტს, კარიერის გაგრძელების ბევრი ვარიანტი ექნება. მისდამი ინტერესს "პსჟ", "მანჩესტერ იუნაიტედი", "ბაიერნი" და "ბარსელონა" იჩენენ.

მიმდინარე სეზონში ახალგაზრდა შემტევმა ყველა ტურნირზე ერთად 49 მატჩი ჩაატარა, 31 გოლი გაიტანა და 16 შედეგიანი პასი გააკეთა.