ავტორიზაცია

კლოპი: "შაბათს მსოფლიოს საუკეთესო კონტრშემტევ გუნდს დავუპირისპირდებით, ჩვენთვის ეს ნამდვილი გამოწვევა იქნება"

კლოპი: "შაბათს მსოფლიოს საუკეთესო კონტრშემტევ გუნდს დავუპირისპირდებით, ჩვენთვის ეს ნამდვილი გამოწვევა იქნება"
თარიღი 06 მაი 2022, 11:58

"ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა პრემიერ ლიგის 36-ე ტურის ეგიდით გასამართი მატჩის შესახებ ისაუბრა.

"ტოტენჰემთან" გვიწევს თამაში. უნდა მოვიგოთ. ალბათ, ამ დროისთვის, მსოფლიოს საუკეთესო კონტრშემტევი გუნდია", - ციტირებს გერმანელი სპეციალისტის სიტყვებს Kicker-ი.

"როგორც კი ბურთს კარგავ, კეინს აძლევენ პასს და უმალვე ცხადია - ეს იმას ნიშნავს,  რომ სონი უკვე აჩქარებას აკეთებს. ნავიგატორიან მობილურ ტელეფონს ჰგავს, პასს ზუსტად ფეხებში იღებს. გასაოცარია".

"ჩვენთვის ნამდვილი გამოწვევა იქნება. "ტოტენჰემს" ბურთის ფლობა საერთოდ არ აინტერესებს", - დასძინა კლოპმა.

ცნობისთვის, აღნიშნული დაპირისპირება 7 მაისს, "ენფილდზე", თბილისის დროით 22:45 საათზე აიღებს სტარტს.