ავტორიზაცია

მესხი იხურება: სად ითამაშებენ საბურთალო და ლოკომოტივი საშინაო მატჩებს?

მესხი იხურება: სად ითამაშებენ საბურთალო და ლოკომოტივი საშინაო მატჩებს?
თარიღი 06 მაი 2022, 21:51

მომდევნო თვიდან მიხეილ მესხი და მიხეილ მესხი 2 სრულად იხურება და რეაბილიტაცია ჩაუტარდება.

მიმდინარე სეზონში ამ ორ არენაზე თბილისური კლუბები - "საბურთალო" და "ლოკომოტივი" თამაშობდნენ.

შემდეგი ტურებიდან კი "საბურთალო" საშინაო მატჩებს რუსთავის ტექნიკურ ცენტრში ჩაატარაბენე, სადაც მეორე ლიგის წარმომადგენელი "რუსთავი" თამაშობს.

რაც შეეხება "ლოკომოტივს", რკინიგზელები საგურამოს ბაზაზე დაბრუნდებიან. "ლოკომოტივი" საშინაო მატჩებს გასულ სეზონში სწორედ საკუთარ ბაზაზე ატარებდა.