ავტორიზაცია

ცხადაძე ბეწვის ხიდზეა: ვინ მოვა დინამოში მისი წასვლის შემთხვევაში?

ცხადაძე ბეწვის ხიდზეა: ვინ მოვა დინამოში მისი წასვლის შემთხვევაში?
თარიღი 06 მაი 2022, 21:57

კარგი მოსამზადებელი ეტაპისა და სეზონის ნორმალური სტარტის შემდეგ, "დინამო თბილისს" ბოლო პერიოდში ცუდი პერიოდი უდგას.

დინამოელებმა ბოლო 4 მატჩიდან მხოლოდ ერთი მოიგეს, ისიც "ტორპედოსთან' ტექნიკური გამარჯვებით.

ჩვენი ინფორმაციით, გუნდის მთავარი მწვრთნელი კახა ცხადაძე ბეწვის ხიდზეა და თუ ეს ცუდი სერია შემდეგ ტურებშიც გაგრძელდება, მას გაათავისუფლებენ.

მეტიც, "დინამო თბილისს" წინა ტურში "დინამო ბათუმთან" რომ წაეგო, ცხადა მთავარი მწვრთნელის პოსტს დატოვებდა.

ასევე ჩვენი ინფორმაციით, თუ ცხადაძე "დინამოს" თავკაცი აღარ იქნება, მას გიორგი ჭიაბრიშვილი შეცვლის.