ავტორიზაცია

ნეიმარი: "2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მოსაგებად ცხოვრებას დავთმობ"

ნეიმარი: "2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მოსაგებად ცხოვრებას დავთმობ"
თარიღი 07 მაი 2022, 18:32

ნეიმარმა 2022 წლის მთავარ ოცნებაზე ისაუბრა.

„პსჟ-სთან ერთად ჩემპიონთა ლიგის მოგება ძალიან მინდოდა, მაგრამ სამწუხაროდ, არ გამოგვივიდა. 

ახლა კი, მინდა 2022 წელი მსოფლიო ჩემპიონატის მოგებით დავასრულო. მისთვის როგორც ფიზიკურად ვემზადები, ისე მორალურად, რომ ყველაფერმა კარგად ჩაიაროს და ამჟამად ნამდვილად გვექნება ბრაზილიური მსოფლიო ჩემპიონატი.

ამ ტურნირის მოსაგებად ცხოვრებას დავთმობ. მსოფლიო ჩემპიონატზე ორჯერ მაქვს ნათამაშები და ვიცი, როგორ მუშაობს იქ ყველაფერი. თუ მზად არ იქნები, შანსს დაკარგავ და ამიტომ, არ მაქვს უფლება მორიგი შანსი გავუშვა ხელიდან.“ - აღნიშნა „პსჟ-ს“ და ბრაზილიის ნაკრების ვარსკვლავმა.