ავტორიზაცია

იტალური პრესა ასახელებს მიზეზებს, რის გამოც კვარაცხელია ნაპოლის ძირითადში ვერ ითამაშებს

იტალური პრესა ასახელებს მიზეზებს, რის გამოც კვარაცხელია ნაპოლის ძირითადში ვერ ითამაშებს
თარიღი 07 მაი 2022, 19:02

მოგეხსენებათ, უკვე გადაწყვეტილია, რომ მომავალი სეზონიდან ქართველი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია კარიერას "ნაპოლიში" გააგრძელებს.

კვარაცხელიას ლორენცო ინსინიეს შემცვლელად მოიაზრებენ, რომელიც ზაფხულიდან ამერიკის ლიგაში, "ტორონტოში" ითამაშებს.

გავლენიანი იტალიური გამოცემები ასახელებენ მიზზებს, რის გამოც კვარაცხელია თავიდან "ნაპოლის" ძირითადში ადგილს ვერ დაიმკვიდრებს.

"ბევრი მითქმა-მოთქმაა, თუ ვინ შეცვლის მარცხენა ფლანგზე ინსინიეს, ნაპოლის კი ვარიანტი უკვე შერჩეული ჰყავს, თუმცა ეს კვარაცხელია არ არის. სპალეტი ამ პოზიციაზე ადგილს უფრო გამოცდილ ფეხბურთელს დაუთმობს, კვარაცხელია კი თავიდან ადაპტაციას გაივლის.

გასაგებია, რომ ხვიჩა ნაპოლის მომავალია, თუმცა იტალიაში თამაში რთულია და შეგუება სჭირდება. სპალეტი ამ პოზიციაზე ლოზანოს მოიაზრებს, კვარაცხელია კი მისი შემცვლელი იქნება", - წერენ იტალიელები.