ავტორიზაცია

ვინ შეცვლის ცეცაძეს ტორპედოში? - ერთი ვარიანტი ცნობილია

ვინ შეცვლის ცეცაძეს ტორპედოში? - ერთი ვარიანტი ცნობილია
თარიღი 07 მაი 2022, 19:07

რამდენიმე დღის წინ, ქუთაისის "ტორპედოს" მთავარი მწვრთნელის პოსტი გია ცეცაძემ დატოვა.

მიზეზი კი ცუდი შედეგებია, 11 ტურის შემდეგ, ქუთისელებს მხოლოდ 11 ქულა აქვთ და სატურნირო ცხრილში მე-8 ადგილს იკავებენ.

ჩვენი ინფორმაციით, "ტორპედო" ერთ-ერთ ვარიანტად კახა კაჭარავას კანდიდატურას განიხილავს.

კაჭარავა ბოლოს "სამტრედიას" მთავარი მწვრთნელი იყო და 2 წელია უმუშევარია. გამოცდილი სპეციალისტის გადაწყვეტილება უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.

ჩვენივე ცნობით, ქუთაისელები უცხოელი სპეციალისტის ჩამოყვანასაც განიხილავენ.