"20 წლის ასაკში თმა გავიზარდე", - ოლივიე ჟირუმ ბავშვობის კუმირები დაასახელა
„მილანის“ ფრანგმა თავდამსხმელმა იტალიური ფეხბურთის საკუთარ კუმირებზე ისაუბრა.
„როცა 20 წლის ვიყავი, თმა გავიზარდე. მინდოდა, ფაბიო კანავაროს ან ალესანდრო ნესტას დავმსგავსებოდი.
ვტიროდი, როცა რობერტო ბაჯომ 1994 წელს პენალტი გააცუდა, 2006-ში კი, რა თქმა უნდა, ფინალში საფრანგეთს ვქომაგობდი.
ბაშვობაში სულ ვოცნებობდი ინგლისში თამაშზე, მაგრამ იტალიაში განსაკუთრებით „მილანი“ მომწონდა, ანდრეი შევჩენკო ჩემი საყვარელი თავდამსხმელი იყო.
გარდა ამისა, მარკო ვან ბასტენის თამაშის ბევრი ვიდეო მაქვს ნანახი. ძალიან კარგად მახსოვს 2005 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალი „ლივერპულთან“, ძალიან სამწუხარო იყო. „მილანი“ 3:0-ს იგებდა, შემდეგ კი შევამ გადამწყვეტი პენალტი ვერ გამოიყენა. სამაგიეროდ, 2007 წელს „მილანმა“ მოიგო, ეს უდიდესი კლუბია.“ - აღნიშნა „როსონერის“ ფორვარდმა.