ავტორიზაცია

კვლავ მშრალი მატჩი, კვლავ საუკეთესო! - როგორი შეფასება მიიღო მამარდაშვილმა დღევანდელ მატჩში?

კვლავ მშრალი მატჩი, კვლავ საუკეთესო! - როგორი შეფასება მიიღო მამარდაშვილმა დღევანდელ მატჩში?
თარიღი 07 მაი 2022, 20:23

ესპანეთის ლა ლიგაში გაიმართა საინტერესო შეხვედრა "ბილბაოსა" და "ვალენსიას" შორის, რომელიც საკმად დაძაბული გამოდგა და უგოლოდ დასრულდა.

ძირითად შემადგენლობაში იყო ღამურების ქართველი მეკარე გიორგი მამარდაშვილი, რომელმაც მორიგი კარგი მატჩი ჩაატარა.

მამარდაშვილმა ჯამში 5 სეივი გააკეთა, კარი კვლავ მშრალად შეინახა და ორივე გუნდში ყველაზე მაღალი, 7.9 შეფასება მიიღო.